საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტაჟირება თსუ იურიდიული ფაკულტეტის საარჩევნო სისტემებისა და წარმომადგენლობითი დემოკრატიის ინსტიტუტში


 

გაცნობებთ, რომ ცხადდება სტაჟირების კონკურსი საარჩევნო სისტემებისა და წარმომადგენლობითი დემოკრატიის ინსტიტუტში. ინსტიტუტი დაფუძნებულია იურიდიულ ფაკულტეტზე და მისი ხელმძღვანელია: სამართლის დოქტორი, პროფესორი ნანა ჭიღლაძე.

 

სტაჟირების მიზანია ინსტიტუტის საქმიანობაში სტუდენტების ჩართვა, მათი უნარ-ჩვევების განვითარება და ინსტიტუტის სამეცნიერო-პრაქტიკული საქმიანობის ხელშეწყობა.

 

  • სავალდებულო მოთხოვნა: იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო (მე-3 სემესტრიდან) ან სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები
  • სტაჟირების ფორმატი: ჰიბრიდული
  • სტაჟიორის ფუნქციები:  ინსტიტუტის საქმიანობის, მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად ღონისძიებების, მათ შორის კონფერენციების დაგეგმვა/ჩატარება, მიმდინარე/ახალი პროექტების მხარდაჭერა და სხვა
  • სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე
  • სტაჟირების დასრულება: სტაჟირების დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი
  • დაინტერესებულმა პირმა სარეგისტრაციო ელფოსტაზე უნდა გამოგზავნოს: 
    1. CV (ბიოგრაფიული რეზიუმე) 
    2. სამოტივაციო წერილი 1 გვერდამდე  
  • განაცხადები მიიღება ელფოსტაზე: nana.chighladze@tsu.ge
    • სათაურის ველში მიუთითეთ: სტაჟირება
  • განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 10 ივნისი

 

კანდიდატთა შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, დოკუმენტების შეფასებისა და გასაუბრების საფუძველზე.

თარიღი: 23/05/2023